
მშენებარე 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადზე ჩატარდა კომპლექსური სამუშაოები, პენოპლასტის მონტაჟი, არმირების ბადის დაფენა და გარე შტუკატურის წასმა. სამუშაოები წარმოებდა მიმდინარე მშენებლობის პარალელურად, სართულ-სართულ, შეფერხების გარეშე. ფასადის სრული დათბუნება უზრუნველყოფს შენობის ენერგოეფექტურობას და მომავალ მაცხოვრებლებს გათბობის ხარჯს 30-40%-ით შეუმცირებს.